ბლოგი უნდა დავწერო

Icon

გაციფროვნებული სიტყვიერი აზრები

ავტობიოგრაფია

ჩემი ძველი პოსტი ფორუმიდან:
მოგესალმებით,

გახლავართ პროფესიონალური დამლაგებელი 3 წლიანი დალაგების სტაჟით ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებსა თუ კერძო ფეშენებელურ სახლებში. სპეციალირიზებული ვარ ძნელად მისადგომი ადგილებიდან მტვრის ეფექტურად აღება – გამოსუფთავებაში, ავეჯის გადაადგილების გარეშე.
მუშაობის პროცესში ვარ წყნარი და შეუმჩნეველი, ვალაგებ უხმაუროდ და ფაქიზად. ვარ უზომოდ შეყვარებული ჩემს საქმიანობაზე, გამოვირჩევი უზადო დისციპლინით, პატიოსნებით (ვაჟიშვილი ვარ) და მაღალი პროფესიონალიზმით.
გავლილი მაქვს გადამზადების კურსები Philadelphia School of Housekeeping – ის Advanced Level კურსები, რის შედეგადაც მომენიჭა უმაღლესი მაგისტრის წოდება – დალაგება ორგანიზებაში, რაც მაძლევს უფლებას დავალაგო მაღალ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო თანამდებობის პირთა სამუშაო ადგილები და სამუშაო ადგილების მიმდებარე ტერიტორია.
სერტიფიცირებული ვარ Electrolux LX34A, B, C მტვერსასრუტის ექსპლუატაცია/მოხმარებაზე. ასევე ვფლობ აქანდაზისა და ცოცხის მარჯვედ ხმარების ტექნიკას.
ვარ რამოდენიმეი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პუბლიცისტი და თანა-ავტორი. (საწმენდი შხამ-ქიმიკატების შეზავების ხერხები. ISBN 98394738, Mason Crest Publishers – Philadelphia, PA 2008. გამოჩენილ დამლაგებელთა დალაგების ხერხები ISBN 57657698, McMillan – Australia 2007). ჩემს წიგნს “საწმენდი შხამ-ქიმიკატების შეზავების ხერხები” აქვს მოპოვებული რამოდენიმე ჯილდო, მათ შორის ოქროს აქანდაზი 2009, რომელიც გაიმართა ა.შ.შ.-ს შტატ იუტაში.
ვფლობ ინგლისურს, რუსულს, სომხურ და ქურთულ ენებს, ასევე საოფისე და გრაფიკულ პროგრამებს, როგორც ვინდოუსის ასევე მაკინტოშის სისტემაზე დაფუძნებით.
ჰობი: კლასიკური მუსიკა და აკრობატული ნახტომებით მაღალი ჭერებიდან ობობის ქსელების მოცილება.

ჩემთვის მიუღებელია ახალგაზრდა გოგოების მიერ ცბიერი თვალის დევნება, რომელიც ცოდვისკენ მიბიძგებს და მომწყვეტს საყვარელი საქმიანობისაგან. სამუშაო საათებს და ხელფასს დიდ მნიშვნელობად არ ვანიჭებ, შემიძლია ვიმუშაო შეუსვენებლად და ვაკეთო საყვარელი საქმე.

http://forum.ge/?showtopic=33764000&view=findpost&p=17320196

Filed under: მიმობნეული

ისე, უბრალოდ თუ მაინც?!

ბანკეტი გამახსენდა …  წყალნარევი ღვინო, რომ გვასვეს მშობლებმა – არ დათვრნენო, მაგრამ მაინც რომ დავთვერით .. დავთვერით რაა, ოდნავ “შევზარხოშდით”; ბევრი არაფერი მახსოვს ბანკეტიდან, არც იყო დასამახსოვრებელი ტიპიური მეთერთმეტე კლასელები ვიყავით თბილისის გარეუბნიდან, მითუმეტეს 2002 წელს მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ხოლო რამოდენიმე ჩემს კლასელს საგანგებოდ ეთხოვა მობილური ახლო მეგობარ-ნათესავებისაგან და ახლა უკვე ეზოს წინ შეკრებილ კლასელებში ხურდებს აგროვებდა ბალანსის შესავსებად. მერე ყველანი ერთად დავიძარით რესტორნისაკენ … ბანკეტის არათუ კასეტა, არამედ ერთი სურათიც კი არ მაქვს.  ვცეკვავდით, უცნობის “ვაგონის მიქრის” ფონზე, მაშინ “გრეჩიხა” ჯერ კიდევ კაი ტიპად ითვლებოდა და ასეთუისე ვუსმენდით მის მუსიკას, ახლა მის მუსიკას კი არა მის ლაპარაკასაც აღარავინ უსმენს – მადლობა ღმერთს!

ბანკეტზე ვსაუბრობდი და შედარებაც შესაბამის რომ არ მოვიტანო არ გამოვა, სწორედ საბანკეტოდ გამოპრანჭულ გოგოს ტანზე მორგებულ კორსეტს მაგონებს საქართველო, უცნობის სმენით ათამაშებულ ტრაკსა და სხეულზე რომ არ ჩერდება, სიმძიმე ქვევით ეზიდება და გოგოსაც ისღა დარჩენია, რომ ყოველ წუთას ისწოროს მკერდით დამძიმებული კორსეტი, რათა ისევ ის მკერდი არ გამოუჩნდეს, რომელიც ასე ამძიმებს კორსეტის საყელოსა და იქვე შორი-ახლოს მდგარ ახლად სკოლა დამთავრებულ ბიჭების ტესტერონებს.

აქედან დასვკნა: ნუ მოვუსმენთ “გრეჩიხას”, ნუ ავაყოლებთ ტრაკს, არც მკერდი დაგვიმძიმდება და არც ხელმარჯვეობას მივყოფთ ხელს. სამშობლოც აყვავდება და ყველანი ბედნიერები ვიქნებით შემდეგი რამოდენიმე დეკადის განმავლობაში.

კარგი იყო სკოლა, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის მოგენატრება სკოლაო და რამდენჯერ მიპასუხია – ვარიანტი არაა სკოლა როგორ უნდა მომენატროს მეთქი, მაგრამ თურმე მართლები ყოფილან და ვცდებოდი … უდარდელი იყო ბავშვობა, ლამაზი და მხიარული?! ჩვენი ბავშვობა მართალია უშუქობას, უფულობას და ათასგვარ უბედურებას უფრო გვახსენებს, მაგრამ რაც იყი წარსულს ჩაბარდა, ახლა ყველანი – უკეთესი მომავლის სურვილითა და იმედით ველით ყოველი დღის გათენებას.

Filed under: მიმობნეული