ბლოგი უნდა დავწერო

Icon

გაციფროვნებული სიტყვიერი აზრები

ამერიკა?!

უცხოელი თუ ხარ და ცხოვრობ ამერიკაში, პირველი სალამის შემდეგ რასაც ამერიკელი გეკითხება, ეს არის “What made you to come to US” მეზიზღება ეს კითხვა და უფრო მეზიზღება პასუხი, მართალი გითხრათ ბევრს ვფიქრობ, მაგრამ დღემდე ვერ მომიძებნია პასუხი რამ ჩამომიყვანა აქ, თუმცა გამოსავალი მარტივი ვიპოვე და უაზროდ დასმულ, საუბარში შესაყოლიებელ კითხვას, ასევე უაზრო, მოკლე და ლაკონური პასუხი გავეცი, რომელიც საუბარს წერტილს უსმევს ადგილზევე, თუმცა დების შემთხვევაში სხვანაირად გამოვიდა … მორიგ კითხვაზე თუ რამ ჩამომიყვანა ამერიკაში, ჩემებურად ვუპასუხე – ამერიკულმა ოცნებამ მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გაჭრა ჩემმა პასუხმა, დებიც უფრო ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, არ შედრკა და შემეპასუხა, That I know, what else? რა მეთქვა .. არის კი რომელიმე ნაცია, რომელსაც ამერიკაში ჩამოსვლა არ უნდა მეთქი მოვუჭერი პასუხი და იქვე დავამატე – კანადელების გარდა?!  ძალიან მოეწონა პასუხი, მართალი ხარო დამეთანხამ და ისიც დაამატა, რომ ძალიან დაკვირვებული ვარ …

თუ დააკვირდებით არის მართლა რაღაც კანადელებსა და ამერიკლებეს შორის, თითქოს ორივენი ერთ ენაზე საუბრობენ, ერთ კონტინენტზე ცხოვრობენ, საზღვრებსაც კი იყოფენ, მაგრამ  … არის რაღაც, რაც დააახლოებით მეორე კლასელების კამათს მოვაგონებს “ბრუსლი მოერევა და თუ ვანდამი” რომ ვერ გადაუწყვეტიათ და მანამდე კამათობენ სანამ არ გაიზრდებიან და კოკა-კოლასა და პეპსის არ გაუსინჯავენ გემოს .. შემდეგ უკვე ამ ორ სასმელს ადარებენ ერთმანეთს, სასმელების მერე უკვე მანქანებსზე გადადიან, ბე-ემ-ვე- თუ მერსედესი და ა.შ. უსასრულოდ …

ჩემთვის, ამერიკა არის #1 ზე-სახელმწიფო, მართალია კანადაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გპირდებით, რომ ერთხელა ვესტუმრები და მოკლე შინაარსის სახით მაინც გადმოგცემთ კანადის “რაობას”, მანამდე კი ამერიკის ცხოვრებით დავტკბები, დავტკბები პირდაპირი გაგებით, სნიკერსის ნაყინით, ჰერშის შოკოლადებითა და ამერიკული ნამცხვრით …

Advertisements

Filed under: მიმობნეული