ბლოგი უნდა დავწერო

Icon

გაციფროვნებული სიტყვიერი აზრები

ავტობიოგრაფია

ჩემი ძველი პოსტი ფორუმიდან:
მოგესალმებით,

გახლავართ პროფესიონალური დამლაგებელი 3 წლიანი დალაგების სტაჟით ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებსა თუ კერძო ფეშენებელურ სახლებში. სპეციალირიზებული ვარ ძნელად მისადგომი ადგილებიდან მტვრის ეფექტურად აღება – გამოსუფთავებაში, ავეჯის გადაადგილების გარეშე.
მუშაობის პროცესში ვარ წყნარი და შეუმჩნეველი, ვალაგებ უხმაუროდ და ფაქიზად. ვარ უზომოდ შეყვარებული ჩემს საქმიანობაზე, გამოვირჩევი უზადო დისციპლინით, პატიოსნებით (ვაჟიშვილი ვარ) და მაღალი პროფესიონალიზმით.
გავლილი მაქვს გადამზადების კურსები Philadelphia School of Housekeeping – ის Advanced Level კურსები, რის შედეგადაც მომენიჭა უმაღლესი მაგისტრის წოდება – დალაგება ორგანიზებაში, რაც მაძლევს უფლებას დავალაგო მაღალ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო თანამდებობის პირთა სამუშაო ადგილები და სამუშაო ადგილების მიმდებარე ტერიტორია.
სერტიფიცირებული ვარ Electrolux LX34A, B, C მტვერსასრუტის ექსპლუატაცია/მოხმარებაზე. ასევე ვფლობ აქანდაზისა და ცოცხის მარჯვედ ხმარების ტექნიკას.
ვარ რამოდენიმეი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პუბლიცისტი და თანა-ავტორი. (საწმენდი შხამ-ქიმიკატების შეზავების ხერხები. ISBN 98394738, Mason Crest Publishers – Philadelphia, PA 2008. გამოჩენილ დამლაგებელთა დალაგების ხერხები ISBN 57657698, McMillan – Australia 2007). ჩემს წიგნს “საწმენდი შხამ-ქიმიკატების შეზავების ხერხები” აქვს მოპოვებული რამოდენიმე ჯილდო, მათ შორის ოქროს აქანდაზი 2009, რომელიც გაიმართა ა.შ.შ.-ს შტატ იუტაში.
ვფლობ ინგლისურს, რუსულს, სომხურ და ქურთულ ენებს, ასევე საოფისე და გრაფიკულ პროგრამებს, როგორც ვინდოუსის ასევე მაკინტოშის სისტემაზე დაფუძნებით.
ჰობი: კლასიკური მუსიკა და აკრობატული ნახტომებით მაღალი ჭერებიდან ობობის ქსელების მოცილება.

ჩემთვის მიუღებელია ახალგაზრდა გოგოების მიერ ცბიერი თვალის დევნება, რომელიც ცოდვისკენ მიბიძგებს და მომწყვეტს საყვარელი საქმიანობისაგან. სამუშაო საათებს და ხელფასს დიდ მნიშვნელობად არ ვანიჭებ, შემიძლია ვიმუშაო შეუსვენებლად და ვაკეთო საყვარელი საქმე.

http://forum.ge/?showtopic=33764000&view=findpost&p=17320196

Filed under: მიმობნეული

ისე, უბრალოდ თუ მაინც?!

ბანკეტი გამახსენდა …  წყალნარევი ღვინო, რომ გვასვეს მშობლებმა – არ დათვრნენო, მაგრამ მაინც რომ დავთვერით .. დავთვერით რაა, ოდნავ “შევზარხოშდით”; ბევრი არაფერი მახსოვს ბანკეტიდან, არც იყო დასამახსოვრებელი ტიპიური მეთერთმეტე კლასელები ვიყავით თბილისის გარეუბნიდან, მითუმეტეს 2002 წელს მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ხოლო რამოდენიმე ჩემს კლასელს საგანგებოდ ეთხოვა მობილური ახლო მეგობარ-ნათესავებისაგან და ახლა უკვე ეზოს წინ შეკრებილ კლასელებში ხურდებს აგროვებდა ბალანსის შესავსებად. მერე ყველანი ერთად დავიძარით რესტორნისაკენ … ბანკეტის არათუ კასეტა, არამედ ერთი სურათიც კი არ მაქვს.  ვცეკვავდით, უცნობის “ვაგონის მიქრის” ფონზე, მაშინ “გრეჩიხა” ჯერ კიდევ კაი ტიპად ითვლებოდა და ასეთუისე ვუსმენდით მის მუსიკას, ახლა მის მუსიკას კი არა მის ლაპარაკასაც აღარავინ უსმენს – მადლობა ღმერთს!

ბანკეტზე ვსაუბრობდი და შედარებაც შესაბამის რომ არ მოვიტანო არ გამოვა, სწორედ საბანკეტოდ გამოპრანჭულ გოგოს ტანზე მორგებულ კორსეტს მაგონებს საქართველო, უცნობის სმენით ათამაშებულ ტრაკსა და სხეულზე რომ არ ჩერდება, სიმძიმე ქვევით ეზიდება და გოგოსაც ისღა დარჩენია, რომ ყოველ წუთას ისწოროს მკერდით დამძიმებული კორსეტი, რათა ისევ ის მკერდი არ გამოუჩნდეს, რომელიც ასე ამძიმებს კორსეტის საყელოსა და იქვე შორი-ახლოს მდგარ ახლად სკოლა დამთავრებულ ბიჭების ტესტერონებს.

აქედან დასვკნა: ნუ მოვუსმენთ “გრეჩიხას”, ნუ ავაყოლებთ ტრაკს, არც მკერდი დაგვიმძიმდება და არც ხელმარჯვეობას მივყოფთ ხელს. სამშობლოც აყვავდება და ყველანი ბედნიერები ვიქნებით შემდეგი რამოდენიმე დეკადის განმავლობაში.

კარგი იყო სკოლა, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის მოგენატრება სკოლაო და რამდენჯერ მიპასუხია – ვარიანტი არაა სკოლა როგორ უნდა მომენატროს მეთქი, მაგრამ თურმე მართლები ყოფილან და ვცდებოდი … უდარდელი იყო ბავშვობა, ლამაზი და მხიარული?! ჩვენი ბავშვობა მართალია უშუქობას, უფულობას და ათასგვარ უბედურებას უფრო გვახსენებს, მაგრამ რაც იყი წარსულს ჩაბარდა, ახლა ყველანი – უკეთესი მომავლის სურვილითა და იმედით ველით ყოველი დღის გათენებას.

Filed under: მიმობნეული

ამერიკა?!

უცხოელი თუ ხარ და ცხოვრობ ამერიკაში, პირველი სალამის შემდეგ რასაც ამერიკელი გეკითხება, ეს არის “What made you to come to US” მეზიზღება ეს კითხვა და უფრო მეზიზღება პასუხი, მართალი გითხრათ ბევრს ვფიქრობ, მაგრამ დღემდე ვერ მომიძებნია პასუხი რამ ჩამომიყვანა აქ, თუმცა გამოსავალი მარტივი ვიპოვე და უაზროდ დასმულ, საუბარში შესაყოლიებელ კითხვას, ასევე უაზრო, მოკლე და ლაკონური პასუხი გავეცი, რომელიც საუბარს წერტილს უსმევს ადგილზევე, თუმცა დების შემთხვევაში სხვანაირად გამოვიდა … მორიგ კითხვაზე თუ რამ ჩამომიყვანა ამერიკაში, ჩემებურად ვუპასუხე – ამერიკულმა ოცნებამ მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გაჭრა ჩემმა პასუხმა, დებიც უფრო ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, არ შედრკა და შემეპასუხა, That I know, what else? რა მეთქვა .. არის კი რომელიმე ნაცია, რომელსაც ამერიკაში ჩამოსვლა არ უნდა მეთქი მოვუჭერი პასუხი და იქვე დავამატე – კანადელების გარდა?!  ძალიან მოეწონა პასუხი, მართალი ხარო დამეთანხამ და ისიც დაამატა, რომ ძალიან დაკვირვებული ვარ …

თუ დააკვირდებით არის მართლა რაღაც კანადელებსა და ამერიკლებეს შორის, თითქოს ორივენი ერთ ენაზე საუბრობენ, ერთ კონტინენტზე ცხოვრობენ, საზღვრებსაც კი იყოფენ, მაგრამ  … არის რაღაც, რაც დააახლოებით მეორე კლასელების კამათს მოვაგონებს “ბრუსლი მოერევა და თუ ვანდამი” რომ ვერ გადაუწყვეტიათ და მანამდე კამათობენ სანამ არ გაიზრდებიან და კოკა-კოლასა და პეპსის არ გაუსინჯავენ გემოს .. შემდეგ უკვე ამ ორ სასმელს ადარებენ ერთმანეთს, სასმელების მერე უკვე მანქანებსზე გადადიან, ბე-ემ-ვე- თუ მერსედესი და ა.შ. უსასრულოდ …

ჩემთვის, ამერიკა არის #1 ზე-სახელმწიფო, მართალია კანადაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გპირდებით, რომ ერთხელა ვესტუმრები და მოკლე შინაარსის სახით მაინც გადმოგცემთ კანადის “რაობას”, მანამდე კი ამერიკის ცხოვრებით დავტკბები, დავტკბები პირდაპირი გაგებით, სნიკერსის ნაყინით, ჰერშის შოკოლადებითა და ამერიკული ნამცხვრით …

Filed under: მიმობნეული

Back to dream

My phone is buzzing,

It has to be you,

Picking up slowly – Yes, I love you!

There is a silence and then I hear you sing,

I love that message you’re trying to bring.

You said you love me; Let’s get along,

I said – I love you and singing you a song.

We’re going far, we’re getting lost,

I want to tell you – I love you most,

No one can find us, can’t have a clue,

We will be up, where sky is blue.

Playing with an angels,

Cupids are around,

We are arriving slowly on the ground.

Finally awake, sitting on bed,

Thinking of you and a dream I had,

My phone is buzzing,

It has to be you …

Picking up slowly – Yes, I love you!

Filed under: მიმობნეული

****

პატარა თითები, სათნო თითები,

თბილად მიჭირავს – ვათბობ, ვგიჟდები,

სულაც არ მინდა ოცნება, ფიქრები,

ისედაც ვიცი – ჩემ იქნები.

Filed under: მიმობნეული

წუხელის ლექსად ..

წუხელ დავლიო ღვინო,

და დავაყოლე ვისკი

შემომებრაზა ნინო

გავციე დიდი რისკი …

მერე შინ რომ მოვედით ეს-ემ-ესი აფრინა

მანამდე კი პარკინგ ლოტზე გიჟივით გააფრინა

ეჰ, რას იზამ ჩემო გივი

ცხოვრებაა ძალზედ რთული

ზოგი აფრენს, ზოგი ურევს, ზოგიც არის პოზიტივი ..

Filed under: მიმობნეული

ნეშვილელი კავბოები და გზა მაიამიდან ფილადელფიამდე …

ათი საათი ჯერ არ იყო შესრულებული კარებზე რომ მომიკაკუნეს .. იმ დილით უჩვეულოზე ადრე გამეღვიძა, არ ვიცი წინათგრძნობა იყო ეს თუ ინტუიცია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღეს მაიამს გამოვემშვიდობე … მიზეზი ჩემთვის გაუგებარი და მისტიურია დღესაც …

სასწრფოდ დავჯავშნე ბილეთი და პირველ საათზე უკვე ნეშვილისაკენ გავფრინდი. გეითთან უკვე იგრძნობოდა სამხრეთული სული, აქცენტი და თბილი ღიმილი,  ამდენი კავბოი ერთად ცხოვრებში არ მენახა, კიდევ კარგი ცხენები არ ყავდათ, თორემ თვითმფრინავში აუცილებლად გააჭენებდნენ. მობილურმა ტექნოლოგიამ მიშველა, ტელეფონიდავე გავაკეთე ჩექ-ინი და შესანიშნავი ადგილიც “დავითრიე” ფანჯარასთან .. რატომღაც საუსვესთს ყოველთვის ალმაცერად ვუყურებდი, ჩემი ევროპული იზი ჯეთის არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებიდან ამერიკული ლოუ ქოსთ ეარლაინიც ისეთივე საშინელი მეგონა, როგორიც მისი ევროპული ანალოგი, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი, საუსვესთმა ჩემს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა … ნეშვილში 1 საათიც არ გავჩერებულვარ, ფილადელფიისაკენ მიმავალ თვითმფრინავში გადავჯექი და განვაგრძე დაწყებული გზის დასრულება, გზაში ერთი ქილა ჰაინეკენიც ჩავურტყი და უკვე შებინდებისას ფილადელფიასაც შემოვუფრინეთ ორჯერ, ძალიან ლამაზად ჩანს ქალაქი ციდან, მითუმეტეს ღამით, სამწუხაროთ გადაღებული სურათები რატომღაც წამეშალა კამერიდან …  7 ხდებოდა ჩემი ბარგი რომ ავიღე და R1- თრეინით შინისაკენ გამოვეშურე …

რა კარგი ყოფილა შინ, მართალია ის გამოთქმა სხვაგან კარგია, მაგრამ შინ უკეთესია … ცივა, ყინავს, მაგრამ მაინც მშობლიურია, თუმცა ისეთი მშობლიური ვერა, როგორიც თბილის, მაგრამ თითქმის 4 წელი უვკე მშობლიურობის გარემოებას მიქმნის …

ასე იყო თუ ისე ვარ ახლა ფილადელფიაში და ველოდები ბედის შემდეგ გაღიმებას …

Filed under: მიმობნეული

ბლოგი უნდა დავწერო …

წერამ ამიტანა, თუ დაწერა გადავწყვიტე, ჯამში იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ იქნებოდა ურიგო რამე დამწერა და მეც მქონოდა ბლოგუნია. რაღა დროს ჩემი ბლოგია, 25 წელი ჩავათავე და ოცდამეექვსეში გადავედი, თუმცა წერას, შექმნას და ა.შ. ყველაფერს რაც ბლოგისთვისაა საჭირო ასაკი არ აქვს, თუმცა აქვს ფერები, მაგრამ არა ვარდისფერი, ან თუნდაც ისეთი, მზეს რო გავს … ბლოგი ბლოგია ერთი უბრალო თეთრით შავზე დაწერილი, როგორც ლამაზი და შინაარსიანი წიგნის ფურცელი და არა ამათუიმ პიროვნების ამბიციების დასაკმაყფილებელი საშუალება…

ამასწინათ, იპოდრომზე ჩემა რჩეულმა ცხენმა რო ვერ მოიგო ძალიან მეწყინა, ჩემს საფულეს კი ის 20 დოლარიანი დააკლდა, რომლითაც შოკოლადის დიდ შეკვრას ვიყიდდი, თუმცა გული არ გავიტეხე, რა გასატეხია, გასატეხად მხოლოდ შოკოლადის ფილა და ტიპიური მურთაზის თავი მემეტება, როცა სიამაყით აღნიშნავს თავის მიღწევებს ფურთხებასა და დედის გინებაში – უკუღმა. მურთაზს რომ შევეშვათ და თავი გავანებოთ არც ქსენიებია არიან ნაკლები, აპკს ამოფარებული უმანკოებებშიც არის დაბუდებული ის რაღაც რაც ასე გვწვავს და გვჯიჯგნის შიგნიდან …

მოკლედ, ასე იყო თუ ისე იყო, არ მინდოდა ბლოგი ცარიელი ყოფილიყო, მაგიტომაც მივაწერე ორი სიტყვა აქა-იქ, თქვენთან თუ ახლა გათენდა, ჩემთან უკვე ძალიან ღამე და თუ არ დავიძინე ხვალ ხელფასის დღე მაქვს და ალბათ ბოლო ხელფასი იქნება, ხოდა ხელფასი რომ არ იყოს ბოლო სჯობს დავიძინო, ძილინებისა ყველას, თაკა იქა, ლხინი აქა, ქეთო (789) იქა, ფქვილი აქა …

Filed under: მიმობნეული